18:46 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 12:50:12, 1274 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონმა გერმანიაში უკრაინის სამხედრო დახმარების კონტროლის ცენტრი შექმნა

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების  მიწოდებისა და ოპტიმიზაციის კოორდინაციის მართვის ცენტრი (ECCU) დაარსა. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

მათი ცნობით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ECCU დაფუძნებულია აშშ-ს ევროპული სარდლობის შტაბ-ბინაში შტუტგარტში და მას ამერიკელი სამხედრო გენერალი ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო დონორთა საკოორდინაციო ცენტრთან, რომელსაც ბრიტანელი გენერალი მართავს.

„ცენტრი შეიქმნა უსაფრთხოების ამ სისტემის ძალისხმევის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა მაღალჩინოსანმა.

გარდა ამისა, საკონტროლო ცენტრში აშშ-ს პერსონალთან ერთად 15 სხვა ქვეყნის თანამშრომელიც შედის. ასევე მართავს 40-ზე მეტი პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნის ქსელს, რომლებიც შეიკრიბნენ 26 აპრილს გერმანიაში, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე და უკრაინისათვის სამხედრო დახმარების საკითხებზე იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ინიციატორი იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. მისი განაცხადებით, მოკავშირეთა ახალი ჯგუფი რეგულარულად-თვეში ერთხელ შეიკრიბება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics