|
2022-04-26 00:17:51, 2054 ნახვა
სამხედრო
ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების სურვილს მაისში გამოაცხადებენ
ფინეთი და შვედეთი აპირებენ ერთობლივად გამოაცხადონ ნატოში გაწევრიანების განზრახვა მაისში, - ამის შესახებ წერს ორი გაზეთი, ფინური ტაბლოიდი Iltalehti და შვედური ტაბლოიდი Expressen მთავრობების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. ორივე გაზეთის ცნობით, შვედეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრები 16-22 მაისის კვირაში გეგმავენ შეხვედრას და ოფიციალურად გამოაცხადონ თავიანთი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების სურვილი. ორივე ქვეყნის მთავრობა ამ პუბლიკაციებზე კომენტარის გაკეთებაზე ჯერჯერობით უარს ამბობდა. ფინეთი და შვედეთი წლების განმავლობაში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ნატოსთან, მაგრამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე მათ არ სურდათ ალიანსში ოფიციალურად გაწევრიანება. ომის დაწყების შემდეგ, თუმცა, ორივე ქვეყანაში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და ახლა ნატოს მხარს უჭერს ორივე ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა. თუ შვედეთი და ფინეთი ოფიციალურად გამოაცხადებენ ალიანსში გაწევრიანების სურვილს მაისში, მაშინ მათი კანდიდატურების შესახებ გარკვეული ოფიციალური გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებულ იქნეს ნატოს მომდევნო სამიტზე მადრიდში ივნისის ბოლოს. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ შვედეთისა და ფინეთის მიღება ძალიან სწრაფად შეიძლება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)