16:32 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 22:21:34, 1251 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ლათინური სიტყვებიდან Z და V ამოვიღოთ, თუ რა ვქნათ

ლათინური სიტყვებიდან Z და V ამოვიღოთ, თუ რა ვქნათ? - ასე ეხმაურება ლელოს ინიციატივას ირაკლი ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, არსებობს საერთაშორისო ბრენდები, სადაც Z და V გამოყენებულია.

"ლათინური სიტყვებიდან Z და V ამოვიღოთ, თუ რა ვქნათ? ფილმი ზორო აღარ გავუშვათ? ვერ გავიგე, უბრალოდ, რა უნდა გავაკეთოთ. არ ვიცი, ზუსტად რას გულისხმობს ეს Z და V-ს არგამოყენება, მაგრამ არსებობს საერთაშორისო ბრენდები, სადაც Z და V, ასე თუ ისე, გამოყენებულია. გამომდინარე აქედან, ამ ასოების გამოყენება არ ვიცი როგორ უნდა ავკრძალოთ. " - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა Z და V ასო რუსული ფაშიზმისა და ძალადობის სიმბოლოდ შეიტანეს .

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics