|
2022-04-20 16:43:56, 678 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დამიენ შილსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები და IFC-ის გადაწყვეტილება - კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, გაზარდოს პორტფელის მოცულობა საქართველოსთვის. საუბარი შეეხო COVID-19-ის გლობალური პანდემიის შედეგებს საქართველოსა და რეგიონში, ასევე, პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რის შედეგადაც 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკამ აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპი აჩვენა, პოზიტიურია მონაცემები მიმდინარე წლის დასაწყისიდან. ამასთან, ხაზი გაესვა დღეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, რაც უკავშირდება რუსეთის შეჭრას უკრაინაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გამოწვევების დასაძლევად საქართველო კვლავ გააგრძელებს რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაზრდა ინფრასტრუქტურის გაძლიერება საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, დიგიტალიზაცია და ინოვაციური სერვისების განვითარება, კაპიტალის ბაზრის რეფორმა და სხვა. ხაზი გაესვა კერძო სექტორის როლს ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის რეფორმის მნიშვნელობაზე, რომელიც მიმართულია ჯანდაცვისა და განათლების სექტორების გაძლიერებისკენ და წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან კომუნიკაციაში. დასასრულს, გამოითქვა იმედი, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალშიც განაგრძობს ქვეყნის დახმარებას, როგორც ინვესტიციების, ისე საკონსულტაციო და ტექნიკური სახის მხარდაჭერის მიმართულებით.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)