|
2022-04-20 12:04:47, 1635 ნახვა
სამხედრო
რეგიონებში საინფორმაციო კამპანია სამხედრო საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებასთან დაკავშირებით რეგიონებში აგრძელებს. სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივებს საკონტრაქტო სამსახურის პირობები, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს. პირისპირ შეხვედრებისას სამხედროებმა მოქალაქეების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს. მათი კითხვები, ძირითადად, თავდაცვის ძალებში მიღების პროცედურებს უკავშირდებოდა. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 18-35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ისინი ფსიქოლოგიური ტესტირებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ორთვიან კურსს (BCT) გაივლიან. კურსზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, სამხედრო ფორმით და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით. ჯარისკაცებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ სამსახურში გადანაწილების დროს მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი. პოტენციურ რეკრუტებს, ასევე დააინტერესდათ ანაზღაურების თემა, რაზეც აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე მათ თავდაცვის უწყება სთავაზობს რიგითის საწყის ხელფასს 1177 ლარს (ხელზე ასაღები 922 ლარიდან), რაც 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიზრდება 1275 ლარამდე (ხელზე ასაღები 1000 ლარიდან). ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედროები ხელზე აიღებენ ერთჯერად დანამატს - 5 000 ლარს, 2-წლიანი კონტრაქტისას - 3000 ლარს, ხოლო 4-წლიანი კონტრაქტისას - 8 000 ლარს. გასაუბრებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამხედროების მხარდაჭერას სოციალური კუთხით, ქვედანაყოფებში მათთვის გაუმჯობესებულ პირობებს, ინფრასტრუქტურის, კვების, სამედიცინო და სამართლებრივი მხარდაჭერის, კარიერული განვითარებისა და სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგაც კი, ჯარისკაცების კონკურენტუნარიანობის საკითხებს. პირისპირ შეხვედრებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკუთარი პროფესიით თავდაცვის ძალებში დასაქმების თემას. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)