|
2022-04-18 15:11:46, 975 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიას განცხადებით, ახალი პროექტის ფარგლებში, ყველა რეგიონში განხორციელდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სამუშაოები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამინისტროს მიერ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული. „დაახლოებით 500 მილიონ ლარამდე მივმართეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის; თუმცა, წლების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს და, ასევე, დროს საჭიროებს სრული აღდგენისთვის; აქედან გამომდინარე, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დავიწყებთ დაახლოებით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების ეტაპობრივად განხორციელებას, რაც, თავისთავად, საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო სტაბილურად მივაწოდოთ ჩვენს ფერმერებს წყალი, გავზარდოთ წყალუზრუნველყოფა და ამით ჩვენ ფერმერებს მივცეთ უფრო კარგი შედეგების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა რეგიონში იქნება განხორციელებული შესაბამისი პროექტები - ირიგაციის ნაწილში აღმოსავლეთ საქართველოში და დრენაჟის ნაწილში, დასავლეთ საქართველო. „ჩვენ დრენაჟის მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო, ვინაიდან დასავლეთ საქართველოში არის ფართობები, რომლებიც, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად, შეიძლება მოვაქციოთ ეკონომიკურ ბრუნვაში და ამ ფართობებზე ვაწარმოოთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დაჩქარებული ტემპებით დავიწყებთ ამ პროცესს და ეს მოგვცემს კონკრეტულ შედეგს, რომელიც გაჟღერებული იქნა ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)