|
2022-04-18 12:00:19, 773 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დამსაქმებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მსხვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დასაქმების სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა მოწვეულ სტუმრებს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სააგენტოს სერვისების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მიმართულებით გამახვილდა. იმსჯელეს საზოგადოებრივი სამუშაოების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმებაა. საინფორმაციო შეხვედრაზე მხარეებმა, ინტერაქციულ ფორმატში, იმსჯელეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი გზების განვითარებასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას 50-ზე მეტი, სხვადასხვა მიმართულების, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის რითეილ ჯგუფის, რესტორატორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)