|
2022-04-16 21:17:18, 1196 ნახვა
საზოგადოება
ზოგჯერ გაუგებრობები ხდება მედიის და პირდაპირ საუბრის შეუძლებლობის გამო - კელი დეგნანი
"ზოგჯერ გაუგებრობები ხდება მედიის და პირდაპირ საუბრის შეუძლებლობის გამო" – ასე გამოეხმაურა კელი დეგნანი შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტს . მისივე თქმით, ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ დელეგაცია გაემგზავრა უკრაინაში და ის მრავალპარტიულია "ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ დელეგაცია მიემგზავრება და ის მრავალპარტიულია. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი უკრაინის რადის თავმჯდომარესთან. ვფიქრობ, ზოგჯერ გაუგებრობები მედიის და პირდაპირ საუბრის შეუძლებლობის გამო ხდება. ამის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა პირისპირ საუბარია. ძალიან გახარებული ვართ, რომ ძმური მხარდაჭერა, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მიმართ ჰქონდა, ისევ არსებობს და ისევ ძლიერია მაშინ, როდესაც უკრაინას ის სჭირდება". – თქვა დეგნანმა. დამატებით, კელი დეგნანს არ განუმარტავს თუ რას ან რომელ მედიას გულისხმობდა მის განცხადებაში . შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დეეგსცია უკრაინაში პარასკევს 16 აპრილს გაფრინდა .
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)