|
2022-04-15 15:17:53, 929 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - როსტევანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, როსტევანის ქუჩის ნაწილზე, მირიან მეფისა და ჭაშნაგირის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. გასულ წელს, მოწესრიგდა დავარის, ასმათის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ვეფხისტყაოსნის ქუჩების ნაწილი. წელსაც ვაგრძელებთ ამ პროექტს. უკვე დასრულებულია ვეფხისტყაოსნის ქუჩა, ასმათის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება დავარის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩები. ამჟამად, დავიწყეთ როსტევანის ქუჩის მოწესრიგება, სადაც უნდა მოხდეს აღნიშნული ქუჩების სანიაღვრე სისტემის დაერთება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 6 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)