|
2022-04-15 10:51:05, 1048 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 318 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 961 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 235 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 707-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.34%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 338-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 788 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 16, ქვემო ქართლი -12, შიდა ქართლი - 11, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 21, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 555 საიდანაც, 349 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 189, აჭარაში - 15, იმერეთში - 78. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში - 47, აჭარაში - 11, იმერეთში - 7. 2 206 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)