|
2022-04-15 00:19:39, 3393 ნახვა
Lifestyle
ზუსტად 110 წლის წინ ამ დროს ტიტანიკი ჩაიძირა
ზუსტად 110 წლის წინ, 1912 წლის 14-15 აპრილის ღამეს, ატლანტის ოკეანეში, დიდი ბრიტანეთის საუთჰემპტონიდან, აშშ-ის ნიუ-იორკისკენ მიმავალ გზაზე, აისბერგს დაეჯახა, ჩაიძირა ყველაზე დიდი სამგზავრო ლაინერი Titanic. ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1,517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2,223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)