|
2022-04-14 16:24:05, 937 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ ომის პარტიაა, ამ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის ყველანაირი გაგებით ღალატის პარტია
ამათ ომის პარტიას რომ ვეძახით მგონი დაიჯერეს, რომ ვაჟკაცები არიან. ასე აღიქვეს, ასე გადათარგმნეს სათავისოდ. რეალურად ეს არის ამავდროულად ღალატის პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ ომის პარტიაა გასაგებია იმიტომ, რომ ომში ჩათრევა უნდათ ამ ქვეყნის, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ, კიდევ უფრო ღრმად რომ შევიდეთ შინაარსში, ეს არის ყველანაირი გაგებით ღალატის პარტია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა . მისი თქმით, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, დაწყებული იქიდან, რომ თავის დროზე ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული და რუსი სამხედროების სასარგებლოდ დამალეს ისკანდერის ნაწილები, გაგრძელებული იმით, რასაც აკეთებენ, მათი საუბრის, განსაკუთრებით ქმედებების, შინაარსი არის ღალატი. „მთელი კვირის განმავლობაში, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს სხვადასხვა ინსტიტუტებს აყენებდნენ უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს და ამ შეურაცხყოფის ფონი და საფუძველი იყო, თითქოს ვიღაც არ მიდიოდა უკრაინაში და მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ ქართული დელეგაციის სახელით და ქართულ დელეგაციასთან ერთად უკრაინაში წასულიყვნენ. როდესაც ნახეს და გაიგეს, რომ თურმე ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარეს თავის კოლეგა სტეფანჩუკთან ჰქონდა ურთიერთობა, რეალურად გადაწყვეტილი იყო და საბოლოოდ გადაწყდა, რომ პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მიდის, ახლა განაცხადეს უარი. ანუ, მათი მიზანი არანაირად არ იყო არც იქ წასვლა და არც უკრაინელების მხარდაჭერა. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი - ამ მიზანს და ქმედებას ჰქვია თავისი ქვეყნის ღალატი, გამოხატული ყველა მათ სიტყვაში, გამოხატული და გაშიფრული ყველა მათ მოქმედებაში და რაც მთავარია იმაში, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, ერთადერთი ქვეყნაა საქართველო, სადაც მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი და თავისი ქვეყნის გაშავებას ცდილობს ეს ღალატის პარტია. ერთი პროცენტიც რომ სიმართლე იყოს მათ ნათქვამში, წარმოიდგინეთ, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როცა რეგიონში მიმდინარეობს უბინძურესი, სამხედრო დანაშაულების ხერხით წარმოებული ომი, რუსული აგრესია უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, უნდა ერიდებოდნენ ამის ფონზე ამ ომით სარგებლობას საკუთარი ქვეყნის, ხელისუფლების თუ ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ. ისინი პირიქით, იმდენად ღალატობენ თავის ქვეყანას, იმდენად ბინძურად და ამორალურად იქცევიან ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ცდილობენ საქართველოს იმიჯი ბოლომდე გაანადგურონ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ასპარეზზე და ამავდროულად, ჩამოშალონ თავისი ქვეყანა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)