|
2022-04-07 13:22:19, 1746 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის ექსპრეზიდენტი - ვაღიაროთ, რომ ევროპული რეაქცია საქართველოში მომხდარზე იმდენად სუსტი იყო, რომ ყირიმი გამოიწვია
უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპული რეაქცია საქართველოში მომხდარზე იმდენად სუსტი იყო, რომ ყირიმი გამოიწვია. - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხა თუ ვინ ვინ არის რეალურად წაგებული მხარე ამ „თამაშში“? "იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინას ნეიტრალურ სტატუსს სძალავს და მიიღებს გარანტიებს, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრდება, ექნება მეტი მიწა, ვიდრე 24 თებერვლამდე ჰქონდა -, ვინ არის რეალურად წაგებული მხარე ამ „თამაშში“? - ჰკითხა ჟურნალისტმა. კალიულაიდი პასუხობს: "ჩვენ? და იცით, თქვენ კიდევ დაგავიწყდათ რაღაცები - მაგალითად, ბელარუსი. ხმაური გვესმის ოსეთიდან და აფხაზეთიდანაც. უნდა ვთქვა, რომ, პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია, რა პირობებზე დათანხმდება მოლაპარაკებას. ჩვენ ვერ ვეტყვით - აი, დადგა სიტუაცია, როდესაც ბრძოლა უნდა შეწყვიტო. ან პირიქით, ვერ ვაიძულებთ ბრძოლა გააგრძელოს, თუ იტყვის, რომ მზადაა მოსალაპარაკებლად. დიახ, თუ ეს მოლაპარაკებები დამთავრდება იმით, რომ რუსეთს მეტი მიწა და მეტი გავლენა ექნება ევროპაზე, ამას პუტინი წარმატებად ჩაითვლის, ეს მას წააქეზებს. სწორედ ამიტომ, სანქციები არ უნდა მოვხსნათ, მიუხედავად იმისა, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. ყირიმი ოკუპირებულია, ოკუპირებულია საქართველოც - ასე რომ, სანქციები არ უნდა მოვხსნათ. ის მაინც გავაკეთოთ, რაც ჩვენს ხელთაა - სანქციები და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება." - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა. ამასთან, მან ინტერვიუში სანქციების შენარჩუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რადგან ყირიმი და საქართველოც ოკუპირებულია. "დღეს თუ რამეა ჩვენს ხელთ, ეს სანქციებია, კიდევ უფრო მძიმე სანქციები. და იცით რა? ევროპის ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, როდესაც რუსეთმა ყირიმზე სანქციების გამო თავისი, კონტრსანქციები დააწესა, ამან ჩვენ „დაგვარტყა“ - „დაარტყა“ ესტონეთის სოფლის მეურნეობას, მის ეკონომიკას. ჩვენ რუსეთის მეზობლები ვართ, შესაბამისად, დიდი ზარალი მივიღეთ ამის გამო. მაგრამ არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ „ეს ძალიან დიდი ეკონომიკური ტვირთია ჩვენთვის” და „ამას ვერ ვზიდავთ”. და ახლა მინდა ვკითხო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს - იმის ფონზე, რასაც დღეს უკრაინაში ხედავთ - რაც მარიუპოლში, ირპენში, ბუჩაში ხდება - განა მართლაც ზედმეტად დიდია ეს ეკონომიკური ფასი გადასახდელად? მგონია, რომ არა." - განაცხადა მან.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)