20:46 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 17:07:48, 1294 ნახვა

პოლიტიკა
ელჩი - უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება სერიოზული ბრალდებებია, მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ძალიან სერიოზული ბრალდებებია და მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ომი პუტინმა დაიწყო და მხოლოდ მას შეუძლია შეწყვეტა.

ამასთან, ელჩი ჟურნალისტებთან საუბარში სანქციების აუცვლიებლობას უსვამს ხაზს.

„საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ, საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის გამოიყენონ და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ არავის შეუძლია ამ ომის შეჩერება. ბატონმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია შეწყვიტოს ის დღესვე.  სანქციები განკუთვნილია იმისთვის, რომ აიძულონ ის, შეწყვიტოს ომი. ეს არის ის, რაც სანქციებს ასეთ ძლიერ იარაღად აქცევს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რომ ზეწოლა განხორციელდეს, რომელიც მოახდენს ზეწოლას კრემლის რეჟიმზე, შეწყვიტოს ომი,“- აღნიშნა ელჩმა.

ელჩმა კითხვაზე, უკრაინული მხარის მოწოდებაზე, რომ ისინი ოფიციალურ მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდებიან, პასუხობს, რომ საკითხის გადასაჭრელად  სათავრობო არხების გამოყენება უნდა მოხდეს. 

"ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მის გადასაჭრელად აუცილებელია, მოხდეს სამთავრობო არხების გამოყენება. ერთადერთი, ვინც ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს რუსეთია. მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics