|
2022-04-05 13:26:47, 492 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დასრულდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესთან და ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორ მარია გამეს გამესთან. მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს. ,,ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლებს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა. შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, რომელმაც ამავე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ესპანეთის ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილე ხოსე ანხელ გონსალეს ხიმენესთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)