|
2022-04-05 11:45:41, 856 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ომის წინ, უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით, ეს მძიმე მოვლენაა
ომის წინ, უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბნდული პროდუქტი სააკაშვილის სახით, სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბრალდების დამტკიცება პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. „ერთი მხრივ, საუბარია იმაზე, რომ პროდუქტი, რაზეც საუბრობს უკრაინის ხელისუფლება, უნდა შევიდეს საიდანღაც საქართველოს გავლით. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს პროდუქტი თავისთავად უკავშირდება იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებს აწესებენ რუსეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, ალოგიკურობის მთელი ჯაჭვია წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილებაში. ეს არის მარტივი აბსურდი. ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, თუნდაც ამ შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ. უკრაინის ხელისუფლება არის ომის მდგომარეობაში, შესაბამისად, ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ. უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით ომის წინ. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ მოიკითხოთ. რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება არდამტკიცებას, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. როდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების პოზიციაა, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის წყარო, ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ყველაფერზე. ჩვენ ვართ დარწმუნებული, ვერავითარ წყაროს, ვერავითარ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ, რადგან ეს არის აბსურდი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სანქციების გამო, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომელიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)