|
2022-04-05 10:29:13, 775 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი - საქართველომ უკან დაიხია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების კუთხით
ევროპარლამენტი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესრულების შესახება ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2020-2022 წლებს მოიცავს. აღნიშნული კვლევა ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლიდან საქართველოომ დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო, სერიოზულად დაიხია უკან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათან კარგავენ საკუთარ არსს და მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად ახორციელებს ძალაუფლებას ხელში ჩაგდების კონცენტრირებას, ამასთანავე ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის", ამასთანავე, დოკუმენტში საუბარია კანონის უზენაესობაზე და აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ის მნიშვნელოვნად გაუარესდა. მაგალითებად მოყვანილია ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება, ასევე 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენების ეფექტიანი გამოძიების არარსებობა. ამასთანავე, დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს გაუარესდა და ექს-პრეზიდენტის მიმართ არახოლოდ შერჩევითი სამართალი,არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება განხორციელდა. დოკუმენტის თანახმად, მაშინ, როდესაც წინა რეფორმებმა შექმნა შედარებით პლურალისტური მედიაგარემოს წარმოქმნის შესაძლებლობა, ბოლო დროს მედიაგარემო გახდა მიმდინარე პოლარიზაციის მსხვერპლი და ჟურნალისტები ახლა უფრო რთულ სამუშაო პირობების წინაშე არიან. კვლევით ანგარიშში ასევე ხაზგასმულია კარგი პროგრესი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკაში, ასევე სამართლებრივი ნორმების დაახლოებაზე მუშაობაში, რაც საჭიროა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების უპირატესობებით სარგებლობისთვის.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)