21:33 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 16:01:42, 708 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ომის თავიდან ასაცილებლად პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, მე ამ სულისკვეთებით ვმოქმედებ

ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს და მე ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ომი არავის სჭირდება და ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რომ ყველაზე დიდი უბედურება, განსაცდელი, რაც არის ომი, აარიდოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მე ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
ოცნების ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის - ევროკავშირი
ხოშტარია პარტიების აკრძალვაზე: გამოვფხიზლდებით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics