|
2022-04-02 21:42:22, 1360 ნახვა
ეკონომიკა
ნავთობისა და გაზის გაყიდვებმა შეიძლება რუსეთს 321 მილიარდი დოლარი მოუტანოს, თუ ემბარგო არ დაწესდება - Bloomberg
რუსეთი წელს ენერგორესურსების ექსპორტიდან დაახლოებით 321 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს, რაც მესამედზე მეტია 2021 წელთან შედარებით. ამის შესახებ Bloomberg საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (IIF) მონაცემებზე დაყრდნობით წერს. IIF-ის მონაცემებით, რუსეთი ასევე მიდის საგადასახდელო ბალანსის რეკორდული ჭარბი რაოდენობით, რომელმაც შეიძლება 240 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. "რუსეთის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტის ერთადერთი ყველაზე დიდი ფაქტორი კვლავაც მყარად გამოიყურება. სანქციების დაწესებით, რუსეთში მყარი ვალუტის მნიშვნელოვანი შემოდინება, როგორც ჩანს, გაგრძელდება", - აცხადებენ IIF ეკონომისტები რობინ ბრუკსის ხელმძღვანელობით. თუმცა, გათვლები შეიძლება მთლიანად შეიცვალოს ენერგორესურსების გაყიდვაზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში. მაგრამ ამის გარეშეც, რუსული ექსპორტი და ნავთობის მოპოვება უკვე იკლებს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, მან შეიძლება დაკარგოს ნავთობის მოპოვების თითქმის მეოთხედი ამ თვეში. ბევრი მყიდველი, ვინც ადრე იყიდა ენერგორესურსები რუსეთიდან, უკვე ეძებს ალტერნატივას და ურჩევნია არ გააფორმოს ახალი მიწოდების კონტრაქტები აგრესორ ქვეყანასთან. იმავდროულად, რუსეთი მზადაა ინდოეთს მის ნავთობზე დიდი ფასდაკლება მისცეს. კერძოდ, რუსეთის ფედერაცია ურალის ნავთობს ბარელზე 35 დოლარამდე ფასდაკლებით სთავაზობს.
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



