|
2022-04-01 11:48:45, 752 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის 800 ბინის მშენებლობა დასრულების ფაზაშია
ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ხუთი 16-სართულიანი კორპუსი შენდება. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჟამად, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს. მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია და იძულებით გადაადგილებული ოჯახები თანამედროვე სტანდარტების ბინებს შემოდგომით მიიღებენ. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ადგილზე გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში, ამავე ტერიტორიის მიმდებარედ, დამატებით, 720 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ახალი კორპუსების მშენებლობა დაიწყება.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)