|
2022-03-31 23:47:46, 700 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა მობილიზებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ აბაშის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და იმპლემენტები დაათვალიერეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული ტექნიკა მზად არის აგროვადების გათვალისწინებით ჩაერთოს შესაბამის აგროტექნიკურ სამუშაოებში. „პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ შარშან დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. პროგრამით, რომლისთვისაც 50 მლნ ლარი გამოიყო, 2300-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა და, დაახლოებით, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება გახდა შესაძლებელი. დღეს შევხვდით იმ ფერმერებს, რომლებმაც ისარგებლეს პროგრამით და დავათვალიერეთ ახალი ტექნიკა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფერმერების მაქსიმალური მხარდაჭერა. მომავალშიც განვახორციელებთ პროგრამებს, რომლებიც ტექნიკით უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. მეტი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ქვეყანაში ნიშნავს, რომ შესაბამისი აგროვადებით დამუშავდება ყველა ის ნაკვეთი, რომელთა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში მოქცევა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)