00:14 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 17:51:16, 633 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, სადაც საქართველოს წარმოადგენენ ჰოლანდიელი აღმასრულებელი დირექტორები.

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენაზე მსოფლიოსა და რეგიონში.

როგორც ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, ნიდერლანდების მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მიზნით.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics