|
2022-03-29 17:48:07, 706 ნახვა
საზოგადოება
მეხუთე მიკრორაიონის N21 კორპუსთან წყალარინების რებილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. - ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია 5 მისამართზე მიმდინარეობს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 347 545 ლარი დაიხარჯება. მათ შორის, წყალარინების ქსელი მეხუთე მიკრორაიონის N21 კორპუსის ცხრავე სადარბაზოში, დაახლოებით, 730 გრძივ მეტრზე იცვლება. აღნიშნულისთვის 155 528 ლარი არის გათვალისწინებული. ასევე, წყალარინების შიდა და გარე ქსელის ცვლილება მიმდინარეობს მეხუთე მიკრორაიონის N23 კორპუსის I სადარბაზოშიც. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო." - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)