|
2022-03-29 16:14:58, 854 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა. ბანკები Global Finance-ის რედაქტორების მიერ, მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციულ ფინანსურ აღმასრულებლებთან, ბანკირებთან, საბანკო კონსულტანტებთან და ანალიტიკოსებთან კონსულტაციის საფუძველზე შეირჩნენ. გამარჯვებულების გამოსავლენად გამოცემამ ბანკები 150-ზე მეტი ქვეყნიდან შეისწავლა. “Best Bank Awards 2022”-ის ფარგლებში ის ბანკები დაჯილდოვდნენ, რომლებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ და აკმაყოფილებდნენ მომხმარებლების საჭიროებებს, აჩვენეს ძლიერი შედეგები და შექმნეს საფუძველი მომავალი წარმატებისთვის. საერთაშორისო გამოცემამ ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა: სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის განვითარება, ინოვაციური პროდუქტები, აქტივების ზრდა, მომგებიანობა და სხვ. „უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ფინანსური სამყარო და მისი კორპორატიული ლიდერები საბანკო ურთიერთობების არჩევისას ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ. პანდემიით გამოწვეული სირთულეების შემდეგ ეს ცვლილებები გლობალურ კომერციულ ურთიერთობებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ჩვენი ჯილდოები კი მხარს უჭერს გადაწყვეტილების მიმღებებს საუკეთესო ფინანსური პარტნიორები აირჩიონ”, - განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. „საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელება ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლების, ბიზნესის წინაშე ვგრძნობთ და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები, გამოწვევები. რათა შევძლოთ საჭირო დროს, მათთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზება. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან საქართველოში საუკეთესო ბანკს. ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებით ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას, იმისთვის, რომ ქვეყანაში კიდევ მეტი ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს და მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება“, - აცხადეს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



