|
2022-03-29 12:37:44, 589 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში, ამილახვრის N23-ში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, წყნეთში, ამილახვრის N23-ში, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი ეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სპორტული მოედანი დიდი ხანია ფუნქციონირებს, თუმცა, დაზიანებული იყო და განახლებას საჭიროებდა. „მინდა, შევეხო ერთ სპორტულ სივრცეს, რომელიც წყნეთში, ამილახვრის N23-ში მდებარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს იყო საფეხბურთო მოედანი, სადაც იმართებოდა ტურნირები, შეჯიბრებები და ეს სივრცე იყო მოძველებული. გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული მოედნით სარგებლობა და ვაკის რაიონის გამგეობამ დაიწყო მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები და განახლება. უახლოეს მომავალში პროექტი დასრულდება და ეს კონკრეტული ადგილი კვლავ ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების აქტიურ ადგილად იქცევა. არსებული სივრცე მთლიანად იქნება რეაბილიტირებული. მოეწყობა ტრიბუნები, ახალი ხელოვნური საფარი, ღამის განათება. ამდენად, რაც საჭიროა სპორტული მოედნის მოსაწყობად, ყველაფერი იქნება გაკეთებული. ამ პროექტის განხორციელებას სრულად უზრუნველყოფს ვაკის რაიონის გამგეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის განხორციელებაზე, დაახლოებით, 281 000 ლარი დაიხარჯება.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)