|
2022-03-28 14:47:45, 797 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, აჭარის მთავრობა დეველოპერებს 150 მლნ ლარის თავდებობას სთავაზობს
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სამთავრობო მიზნობრივი პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე", რომლის თანახმადაც ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების პარალელურად პროცესში ინვესტორები, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. „დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე." აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად ჩანაცვლდება დაახლოებით 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ახალი, თანამედროვე საცხოვრისით და 3000-ზე მეტი ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. ამ მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყველა დეველოპერს, მშენებელ კომპანიას შესთავაზებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენ ეს პროგრამა უკვე გასულ წელს დავიწყეთ. 80 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისთვის. ეს არის ამ პროგრამის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ჩაერთვებიან როგორც საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებები, ასევე, დეველოპერები" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება ბათუმში ათწლეულების განმავლობაში არსებული ავარიული სტატუსის მქონე სახლების მასშტაბურობით არის განპირობებული. ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი საჭიროებს უსაფრთხო საცხოვრისს. პროგრამის თანახმად, ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნას, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. აჭარის მთავრობამ ბათუმის მერიასთან ერთად ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" 4 წლიანი პროგრამის პირველი ეტაპის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მხოლოდ 2022 წლისთვის ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული. საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სამთავრობო მიზნობრივი პროგრამას დაემატება ახალი კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამასთან ერთად ითვალისწინებს პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში. პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 000 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ნივთის შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით. პროგრამის განხორციელებაში ჩართული იქნება აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, საბანკო სექტორი და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)