|
2022-03-25 11:22:45, 654 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ და FAO-ს წარმომადგენელმა, რაიმუნდ იელემ „FAO-ს პროგრამულ ჩარჩოხელშეკრულებას” მოაწერეს ხელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, რაიმუნდ იელემ „FAO-ს პროგრამულ ჩარჩოხელშეკრულებას“ მოაწერეს ხელი. ახალი შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში აგრარული მეურნეობების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას; FAO ამ მიმართულებით დაეხმარება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებიც სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებაში არიან ჩართულნი. FAO, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ასევე იმუშავებს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების სტრატეგიის განხორციელებაზეც. შეთანხმების თანახმად, FAO მხარს დაუჭერს სამინისტროს სურსათის უვნებლობის სტანდარტების შემოღებასა და მიკვლევადობის სისტემების ამოქმედებაში, რაც სარგებლის მომტანი იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის თითოეული მომხმარებლისთვის. შეთანხმებით გათვალისწინებულია საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობაც. „გულითადად ვაფასებთ FAO-სა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო FAO-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში ჩვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ერთობლივად და იმედი მაქვს, ეს ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, FAO 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიან პროექტს განახორციელებს. პროექტი საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას მომხმარებელთა უფლებები დაცული და ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი გაიზარდოს. „ხელმოწერილი ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში, FAO, საკუთარი ექსპერტიზითა და გამოცდილებით, მზადაა საქართველოში სასურსათო სისტემების გარდაქმნის პროცესს მხარში დაუდგეს. გარდა ამისა, FAO აქტიურად იმუშავებს ქართულ მხარესთან ქვეყნის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით. ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მდგრადი გამოყენებით, მიწის დეგრადაციის შემცირებით და კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვით, აგროსასურსათო სექტორი მდგრადი და ადაპტირებული გახდება კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში.“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ. შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი ესწრებოდნენ.
უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა სამარაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ჩებოქსარში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)