|
2022-03-24 12:16:32, 1084 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ გიორგი სურმანიძეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ გიორგი სურმანიძეს შეხვდა. მინისტრებმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე და დარგის მხარდამჭერ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აგრარული დარგის მიმართულებით ახორციელებს იმ საჭიროებებზეა მორგებული, რომელიც მეწარმეებს და ფერმერებს აქვთ და გათვლილია ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობაზე. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ყოველთვის მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს მხარდაჭერა მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ფერმერებისა და მეწარმეების მიერ. ყველა წარმატებული პროექტის შედეგი არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. სამუშაო შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩატარებული ციტრუსის რთველის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანდარინის დაბინავების და რეალიზაციის პროცესი ორგანიზებულად ჩატარდა. „შეხვედრაზე აჭარის რეგიონში აგრარული დარგის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, მათ შორის, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ვითარებაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ციტრუსის ექსპორტის კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა გიორგი სურმანიძემ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)