|
2022-03-23 10:28:14, 961 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმის, კარტოფილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ატმის, საადრეო კარტოფილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოსავლის აღებისა და დაბინავების კუთხით მოსალოდნელ გამოწვევებზე იმსჯელეს. გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ ექსპორტიორებმა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე აქტიურად უნდა იმუშაონ, სახელმწიფოს მხრიდან კი მხარდაჭერა ექნებათ. „შეხვედრა გვქონდა საადრეო კარტოფილის და ატმის მწარმოებელ ფერმერებთან და ექსპორტიორებთან. მათი შემოსავალი დამოკიდებულია რეალიზაციის შესაძლებლობებზე - სად გაიტანენ, როგორ მოახდენენ ექსპორტს. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ შესაძლო რისკებზე, რასაც, არსებულ მოვლენათა პირობებში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ექსპორტიორებს მიეცათ განმარტება, რომ რაც შეიძლება მეტი იმუშაონ ბაზრების მოძიებაზე. წელს, როგორც ატმის, ისე საადრეო კარტოფილზე არის ძალიან მაღალი მოსავლის მოლოდინი; გასული წლის წარმატებულმა შედეგებმა ფერმერებს მისცა სტიმული, რომ მეტი ემუშავათ, ეზრუნათ და მეტი მოსავალი მიეღოთ; ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდეს ყველაფერი, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ პროდუქციის რეალიზება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. როგორც შეხვედრაზე ფერმერებმა და ექსპორტიორებმა განაცხადეს, უკვე აქტიურად მუშაობენ პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიულ ბაზრების მოძიების მიმართულებით, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის. „ჩვენ მზად ვართ, ექსპორტი განვახორციელოთ იმ ბაზრებზე, რომლებზეც აქამდე ვმუშაობდით; თუმცა, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპულ ქვეყნებთან, სადაც უკვე გვაქვს მცირე გამოცდილება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა; სამინისტროს წარმომადგენლები გვეხმარებიან რეალიზაციის უზრუნველყოფის პროცედურებში. იქნება ეს დოკუმენტაციის მომზადება, თუ კომუნიკაცია სხვა სამინისტროებთან. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურს ამ მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა ექსპორტიორმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მწარმოებლებთან, ექსპორტისა და იმპორტის განმახორციელებლებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ატმის, ვაშლატამასა და საადრეო კარტოფილის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, კომუნიკაცია მომავალშიც იგეგმება.
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



