|
2022-03-21 12:34:14, 670 ნახვა
საზოგადოება
21 მარტს, მსოფლიო ტყის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!
21 მარტს, მსოფლიო ტყის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!
ამ დღის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ტყეების მნიშვნელობის შესახებ. ტყის დაცვა, აღდგენა და მისი მდგრადი მართვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი და მომდევნო თაობების უკეთესი მომავლისთვის. ტყის დაცვა-აღდგენა ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს, სუფთა წყლის, ჰაერის და საკვების შენარჩუნებას, ტყე უმნიშვნელოვანესია პლანეტის ბიომრავალფეროვნებისთვის და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის. დაცული ტერიტორიების სააგენტო უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით:
აჯამეთის აღკვეთილში, 2016 წლიდან დღემდე, წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის - იმერული მუხის აღდგენის პროექტი, დაახლოებით 56 ჰა ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ჩატარდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ინვენტარიზაცია 56 033 ჰა-ზე; 2021 წლის მდგომარეობით, ტყის ინვენტარიზაცია ჩატარებულია ჯამში 146 249,5 ჰა ტერიტორიაზე, საიდანაც ტყით დაფარული ტერიტორიის ფართობი შეადგენს 126 056 ჰა-ს. 2021 წელს განხორციელდა საპილოტე პროექტი, კერძოდ, 2 დაცულ ტერიტორიაზე: მტირალას ეროვნული პარკისა (15 806 ჰა) და კინტრიშის დაცული ტერიტორიებისთვის (13 514 ჰა) შემუშავდა ტყის მონიტორინგის გეგმები, რაც ეფუძნება ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგიას. 2022 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ტყის ინვენტარიზაცია და მონიტორინგის გეგმების შემუშავება კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება. ტყის საერთაშორისო დღე 2013 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)