|
2022-03-21 04:05:17, 2416 ნახვა
სამხედრო
უკრაინის ხელისუფლება მარიუპულის ჩაბარებას არ აპირებს
უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, დანებებას და იარაღის დაყრას არ აპირებენ, ამის შესახებ კი რუსულ მხარეს უკვე შეატყობინეს. ვიცეპრემიერი რუსეთს მიმართავს, დანებებაზე საუბრის ნაცვლად დერეფანი გახსნას. "არ შეიძლება საუბარი რაიმე დანებებაზე და იარაღის დაყრაზე. ამის შესახებ ჩვენ უკვე შევატყობინეთ რუსულ მხარეს. მე დავწერე: "8-გვერდიან წერილზე დროის ხარჯვის ნაცვლად დერეფანი გახსენით". მარიუპოლის მერის მრჩეველი პიტერ ანდრიუშჩენკო დანებებაზე რუსეთის ულტიმატუმს და დილის 5 საათამდე ვადას პასუხობს: "ამბობენ, რომ რუსეთი სთავაზობს მარიუპოლის მერიას, მათ მხარეზე გადავიდნენ, პასუხისთვის დრო კი დილამდე მისცეს. და რატომ უნდა ველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზადაა - ყ*ე თქვენ და არა მარიუპოლი", - დაწერა მერის მრჩეველმა. რუსეთი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის წერილობით პასუხს ორშაბათს დილის 5 საათამდე მარიუპოლში და ქალაქის ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის წინადადებებზე. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა. „მარიუპოლის ხელისუფლებას ახლა აქვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და ხალხის მხარეს გადავიდეს, თორემ სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც მათ ელოდება, მხოლოდ ცოტაა, რასაც ისინი იმსახურებენ თავიანთი საშინელი დანაშაულებისთვის, რასაც რუსული მხარე ძალიან გულისყურით ადოკუმენტირებს. "- თქვმან. მისივე თქმით, 21 მარტს დილის 10 საათიდან მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე დეპარტამენტი სთავაზობს ქალაქიდან უკრაინელი სამხედროების "და უცხოელი დაქირავებულების" გასვლას იარაღის გარეშე - ამ შემთხვევაში მათ სიცოცხლის გადარჩენის გარანტია აქვთ. ამის შემდეგ მარიუპოლში უნდა გაიაროს ჰუმანიტარულმა კოლონებმა და მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
კობახიძემ სენატორი ჯო უილსონს კორუფციაში და დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)