|
2022-03-17 13:53:13, 744 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, პიტერ ვიბლერს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით გაწეული მრავალწლიანი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ სამინისტროს აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა კონკრეტული მიზნებით, რომლის განხორციელებაც სექტორში არსებული შესაძლებლობების გამოყენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის პოპულარიზაციის საკითხი, რაშიც პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში არსებული ვითარების გამო. მხარეებმა ღვინის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის საერთაშორისო ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიკაციის საკითხზე. „ჩვენ შევძელით, მოკლე დროში, 80%-დან 57%-მდე შეგვემცირებინა ღვინის ექსპორტის წილი რუსეთის ბაზარზე. ძალიან აქტიურ კამპანიას ვეწევით ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით, თუმცა, ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს. იმპორტიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებისთვის, რითაც ხელს ვუწყობთ ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას. ამ პროცესში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ქართული ღვინო უფრო პოპულარული გახდეს ამერიკის ბაზარზე“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს არსებული გამოწვევების დაძლევაში მხარს დაუჭერს; საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით ეცდება, გამოინახოს ყველა შესაძლო გზა ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის. ასევე, პროფესიული ტრენინგების საშუალებით, ქართველ ფერმერებს დახმარება გაეწევათ, რათა მათ გააუმჯობესონ ხორბლის ხარისხი და უხვი მოსავალი მიიღონ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ვიბლერმა, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის პრიორიტეტული მიმართულება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებია და, შესაბამისად, USAID აქტიურად მუშაობს და მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებას. სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)