04:59 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 18:20:08, 660 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია პურისა და პურპროდუქტების მწარმოებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურისა და პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს შეხვდნენ და საწარმოებში არსებული ფქვილის მარაგების და სამომხმარებლო ბაზარზე პურის შეუფერხებლად მიწოდების საკითხები განიხილეს.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებობს საკმარისი მარაგები, რათა უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს ქვეყანა პურით. თითოეული მწარმოებელი აქტიურად მუშაობს იმპორტიორებთან, აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები. ქვეყანაში, სამომხმარებლო ბაზარი  სტაბილურად მარაგდება პურით, ასევე შეუფერხებლად მუშაობენ წისქვილები და არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით არ გვექნება“,- აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრაზე პურისა და პურპროდუქტების მწარმოებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ  საცხობებში მუდმივად არსებობს ფქვილის 14-20 დღის მარაგი, რაც ბაზარზე პურის სტაბილურ და შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს. 

როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ აღნიშნა,  ლარსის საბაჟო პუნქტზე, დიდთოვლობის გამო, გარკვეული შეფერხება იყო ხორბლისა და ფქვილის შემოტანასთან დაკავშირებით, თუმცა დღეისათვის ეს პრობლემაც გადაჭრილია.

,,ლარსიდან ტვირთების შემოტანა უკვე განახლდა, შესაბამისად, ხორბლისა და ფქვილის მარაგების შევსების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პურის წარმოება და მიწოდება  შეუფერხებლად განხორციელდება. დიდი წარმოებები  ფქვილის მარაგებით უზრუნველყოფილი არიან. არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ინტენსიურად ვაწვდით“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნის მასშტაბით, წისქვილკომბინატებში არსებული ფქვილის მარაგები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისობაშია. 

სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში გრძელვადიანი მარაგების მხრივაც. აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო, ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებული შეზღუდვები უკვე მოიხსნა და ფქვილისა და ხორბლის შემოტანა შეუფერხებლად ხორციელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics