|
2022-03-15 10:48:23, 1321 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთის“ შეთავაზებების ახალი სერია გრძელდება: ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს, აგრო და სამომხმარებლო სესხებზე
"ლიბერთი" ახალი სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. ამჯერად, ბანკი მომხმარებლებს როგორც პირადი, ასევე ბიზნეს მიზნებისთვის საგაზაფხულო აქციას სთავაზობს. სამომხმარებლო სესხებზე საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, ახალი სესხის აღების ან სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის ან გაერთიანების შემთხვევაში, ლიბერთის მომხმარებლები 6 თვემდე საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ 31 მარტამდე ჩაერთონ "ქეშბექ" აქციაში და დაიბრუნონ 100-დან 300 ლარამდე ქეშბექი. ლიბერთის სამომხმარებლო სესხი გამოირჩევა სიმარტივით - 50 000 ლარამდე თანხის მიღება უზრუნველყოფის გარეშეა შესაძლებელი, დადასტურებულ შემოსავლად განიხილება ფულადი გზავნილებიც. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.9%-დან განისაზღვრება (ეფექტური - 20.14%-დან). იხილეთ პირობები დეტალურად: - საგაზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხებზე საგაზაფხულო აქცია ასევე დაიწყო ლიბერთის ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვისაც - აქციის ფარგლებში, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეუძლია როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებსაც ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზე ბიზნეს და აგრო მიზნობრიობით. ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ითვალისწინებს თითოეული ბიზნესის საჭიროებებს და სეზონურ ციკლს - შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგრო სესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც - 50 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე. იხილეთ პირობები დეტალურად: - საგაზაფხულო აქცია მიკრო სესხებზე - საგაზაფხულო აქცია აგრო სესხებზე „ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებას როგორც სამომხმარებლო, ასევე ბიზნეს პროდუქტებზე. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია სისტემური ბანკების მიერ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტების და დროული შეთავაზებების შექმნა. მსოფლიოში განვითარებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ აუცილებელია ჩვენს მომხმარებელს მივცეთ საშუალება მშვიდად დაგეგმოს და განკარგოს საკუთარი ბიზნესი და ფინანსები, ჩვენი შეთავაზებებით კი მიიღოს მაქსიმალური, გრძელვადიანი სარგებელი როგორიცაა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი თუ ქეშბექი“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



