14:47 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-13 12:06:56, 910 ნახვა

ეკონომიკა
ზურაბ აზარაშვილი - გვაქვს ვადებში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც მივიღებთ გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს

მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, გამჭვირვალე ბაზარი და სამართლიანი ფასების დაწესება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უწყებას სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა „ქრონიკის“ სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან  ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა.

„პირველი ეტაპი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა. მომდევნო ნაბიჯია ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც ძალაში 1-ლი მარტიდან შევიდა. ამით, ჩვენს ბაზაში ვხედავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში; იმის  გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან  ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა.

ჩვენი გეგმის მომდევნო ეტაპზე, აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. ექიმი ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არ შეიძინოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული, ან კონკრეტული  ბრენდის  მედიკამენტი.

ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ. საბოლოოდ, მივიღებთ კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics