|
2022-03-10 16:24:23, 574 ნახვა
საზოგადოება
კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის" ფარგლებში, საქართველოში დარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს ქართული კომპანიების პროდუქცია გადაეცათ
კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის" ფარგლებში საქართველოში დარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს ქართული კომპანიების პროდუქცია გადაეცათ. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იუწყება. მთავრობის გადაწყვეტილებითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით დაწყებული კამპანიის - „აწარმოე უკრაინისთვის" ფარგლებში, სასტუმრო „იბისში" მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია გადაეცათ. განცხაების მიხედვით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, სასტუმრო „იბისში" უკრაინის ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოში 23 თებერვლამდე იყვნენ ჩამოსული და სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს უკრაინაში დაწყებული ომის გამო. ამ ეტაპზე, სახელმწიფოს დაფინანსებით 300-მდე უკრაინელი ტურისტია განთავსებული. ,,სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებისა და სხვა ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია ამ ეტაპზე უკრაინის 90 მოქალაქეს გადაეცა. „ვაგრძელებთ კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის," როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გავაგზავნეთ ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული სხვადასხვა პროდუქცია, ჯამში 40 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება. დღეს კი გარვეული პროდუქცია მივაწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში არიან დარჩენილი. როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით ტურიზმის ადმინისტრაცია მათ სასტუმროებში განთავსებას უზრუნველყოფს. ჩვენი ამ თანადგომით, გვინდა უკრაინის თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენ, ქართველები მათ გვერდით ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მათ ქვეყანაში ომი მალე დასრულდება", - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილის თქმით კი, ადმინისტრაცია ძალიან აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც კერძო სექტორთან, ასევე სხვა საჯარო უწყებებთან უკრაინის მოქალაქეებისთვის შესაბამისი საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში,
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)