|
2022-03-07 12:51:56, 760 ნახვა
საზოგადოება
მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის შრიფტებს ჯეპრა 8 მარტს წარადგენს
საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით სამი გამოჩენილი ქართველი ქალის, მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის ხელნაწერ შრიფტებს ქმნის. შრიფტების შექმნამდე რამდენიმე თვით ადრე, ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა, გამოკითხვაში მიეღო მონაწილეობა და თავად შეერჩია ის ქალები, რომელთა ხელნაწერი შრიფტის შექმნასაც ისურვებდნენ. „20 გამოჩენილი ქართველი ქალიდან, რომლებიც საზოგადოებას წარვუდგინეთ, ყველაზე მეტი ხმა მარო მაყაშვილმა, ანა კალანდაძემ და ელენე ახვლედიანმა დააგროვეს. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გამოვყოფდი მარო მაყაშვილს - 19 წლის სტუდენტს, რომელიც 1921 წელს, რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა და საქართველოს დემოკრატიული პირველი რესპუბლიკის ოკუპანტთან წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა. მისი ხელნაწერის გაციფრულებას ვუძღვნით უკრაინელ ქალებს, მათ თავდადებას და გმირობას,“- განაცხადა ჯეპრას პროექტის მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.
ხელნაწერი შრიფტების შექმნაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა: „სამივე შრიფტი ძალიან განსხვავებული გამოვიდა საზოგადო მოღვაწეთა აქამდე შექმნილი შრიფტებისაგან. ყველა მათგანში მკვეთრი ინდივიდუალური ხელწერა ჩანს. ანა კალანდაძის ხელნაწერი მსუბუქი, ნაზი და მოქნილი ხაზებით გამოირჩევა. ელენე ახვლედიანის კალიგრაფია გაკრული, მაგრამ ძალიან მწყობრი და დახვეწილია. მარო მაყაშვილის ხელწერა კი ძალიან ბავშვური და გულწრფელია: შეიძლება ბევრს ჩვენივე სკოლის პერიოდის კალიგრაფია გაგვახსენოს,“- ამბობს კალიგრაფი დავით მაისურაძე. მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის ხელნაწერების მოწოდებისთვის, ჯეპრა მადლობას საქართველოს ეროვნულ არქივს, ლიტერატურის მუზეუმსა და ხელოვნების სასახლეს.
„შრიფტების გალერეა“ - ჯეპრას პროექტია, რომლის ფარგლებშიც კომპანია 2019 წლიდან გამოჩენილი ადამიანების ხელნაწერების მიხედვით შრიფტებს ქმნის. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხელნაწერები, ცოტა ხნის წინ კი უძველესი ქართული ძეგლების საფუძველზე, ანბანის სამი სახეობის შრიფტი - ანბანდიდი, გრაგნილი და მედეა - შეიქმნა. ხელნაწერი შრიფტების გალერეის ხილვა და შრიფტების გადმოწერა შეგიძლიათ ბმულიდან: https://gepra.ge/fonts/.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)