03:50 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 18:09:01, 735 ნახვა

პოლიტიკა
ელჩი - საქართველოს მომავალზე ფიქრის და თავდასხმების გვერდზე გადადების დროა, რომელიც პოლარიზაციას უწყობს ხელს

ახლა არის თავდასხმების გვერდზე გადადების და  პროგრესის მიღწევის დრო. - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

"ახლა არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს პროგრესს იმ პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელზეც შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია და რომელიც საჭიროა საქართველოს მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არის საქართველოს მომავალზე ორიენტირების დრო. ასევე თავდასხმების გვერდზე გადადების, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციასა და დაყოფას, იმაზე დაფიქრების, საით მიდის ეს ქვეყანა და საქართველოს მომავლისთვის ერთად მუშაობის. ახლა არის პროგრესის მიღწევის დრო". - აღნიშნა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics