|
2022-02-28 18:17:09, 641 ნახვა
საზოგადოება
სემეკი - „თელასი“ 75 ათასით დაჯარიმდა, მოქალაქეებს ნახევარი მილიონი ლარი სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდათ
დეკემბერსა და იანვარში განხორციელებული ელექტროენერგიის არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდათ. -ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა. სემეკის გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა. სემეკის რეგულაციების საფუძველზე განხორციელებული კორექტირების შედეგად, მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე დაბრუნებული თანხების ჯამმა 569 605 ლარი შეადგინა. კორექტირების პროცესი არ არის დასრულებული და მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე თანხების დაბრუნება გრძელდება, შემოწმების ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია დამატებით 8254 მომხმარებელი, რომელთა მრიცხველების წაკითხვის პროცესში ხარვეზები გამოვლინდა.
"შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ქსელის ცალკეულ უბნებზე მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგია რიგ შემთხვევებში აღემატებოდა სატრანსფორმატორო ქვესადგურებში მიღებულ ენერგიას, რაც მრიცხველების წაკითხვის პროცესის ხარვეზზე მიუთითებს. ამასთანავე, ელექტროენერგიის კვტ.სთ-ების დარიცხვა განხორციელდა სტატუს შეწყვეტილ მომხმარებლებზეც (ე.წ. დაკეტილი ფართები), რომლებსაც ელექტროენერგიის მოხმარება არ უფიქსირდებოდათ. ჯამში, დეკემბერსა და იანვარში აბონენტებზე არასწორად დარიცხული კვტ.სთ-ების ოდენობამ 2, 413 462 კვტ.სთ შეადგინა. აღნიშნულის გამო, დეკემბერსა და იანვარში გაიზარდა იმ მომხმარებელთა წილი, რომელთაც ელექტროენერგიის გადასახადი საფეხურებრივად ყველაზე მაღალი ტარიფით დაერიცხათ. დარღვევები გამოვლინდა დეკემბერში მრიცხველის წაკითხვის ახალ სისტემაზე გადასვლის პერიოდში 2 ქვითრის მიღებისას. სემეკის მიერ დაანონსებულ ე.წ. ტექნიკურ გარდამავალ ეტაპზე, დეკემბერში სს თელასი მრიცხველებს წაიკითხავდა ორჯერ, რის საფუძველზეც მომხმარებელთა ნაწილი ერთჯერადად მიიღებდა 2 ქვითარს, რომელშიც განაწილებული იქნებოდა დეკემბრის გადასახადი. მაგალითისთვის, პირველ ქვითარში ასახული უნდა ყოფილიყო 20 დღეზე დარიცხული გადასახადი, ხოლო მეორე ქვითარში - 10 დღეზე დარიცხული გადასახადი. შესაბამისად, მეორე ქვითარში დარიცხული გადასახადი უნდა ყოფილიყო პირველი ქვითრით დარიცხულ გადასახადზე ნაკლები. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში, დეკემბერში მრიცხველების ორივე წაკითხვის შედეგად მომხმარებელზე დარიცხული კვტ.სთ-ების ოდენობა იყო იდენტური, მიუხედავად წაკითხვის შუალედში განსხვავებული დღეების რაოდენობისა, რიგ შემთხვევებში დეკემბრის მეორე ჩვენება აღემატებოდა დეკემბრის პირველ ჩვენებას, მიუხედავად იმისა, რომ მრიცხველის მეორე წაკითხვის დღეების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო პირველზე, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დეკემბერში მრიცხველების მეორე წაკითხვა არ განხორციელებულა, რის გამოც ხელოვნურად გაიზარდა იანვარში დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში. ცნობისთვის, ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის საფუძველზე სემეკმა სს „თელასისა“ და შპს „თელმიკოს“ საქმიანობის ადგილზე შემოწმება 3 თებერვალს დაიწყო. სპეციალური ჯგუფის მიერ გადამოწმდა 657 637 აბონენტზე 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში განხორციელებული დარიცხვები.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)