|
2022-02-28 18:10:02, 1025 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ახალი სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული კენკროვანი კულტურების ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შესანახად სპეციალური სამაცივრე კონტეინერის შეძენის თანადაფინანსებას. პროგრამით დადგენილი პირობებით, თანადაფინანსების თანხის ოდენობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრა მაცივრების ღირებულების არაუმეტეს 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 80, 000 ლარით. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები, უნდა იყოს გაშენებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, და ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰექტარს. აღსანიშნავია, რომ კენკროვანი კულტურების გაშენების 100 %-ით დაფინანსებას სახელმწიფო 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, აღნიშნულ პერიოდში, 1,345 ბენეფიციარმა 525 ჰექტარზე გააშენა კენკროვანი კულტურები. პროგრამის სტანდარტული პირობებით (70% თანადაფინანსება) კვლავ შესაძლებელია კენკროვანი კულტურების გაშენება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)