|
2022-02-26 15:32:58, 1128 ნახვა
ეკონომიკა
Bloomberg - ყველაზე მსხვილი ჩინელი იმპორტიორები რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას აჩერებენ
ჩინეთის ნავთობის იმპორტიორები, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან, საზღვაო ტრანსპორტით ახალ შესყიდვებს აჩერებენ, რადგან ისინი აფასებენ უკრაინაში რუსეთის მიერ შეჭრით გამოწვეულ პოტენციურ შედეგებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს. რუსული ნედლი ნავთობის რეგულარული მყიდველები აცხადებენ, რომ სანამ სანქციების მოქმედებას ნათელი არ მოეფინება და სანამ ტვირთის დაფინანსებისა და გადახდების შესახებ მეტი სიცხადე იქნება ხელმისაწვდომი, ნავთობის შესყიდვას აჩერებენ. კომპანიებს არ უნდათ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, სადაც სხვა არჩევანი არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ გადაიხადონ ბევრად მეტი ტვირთის გადასაზიდად, ან თავადაც მოხვდნენ სანქციების სიაში. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვიდან ტვირთების გადაზიდვის ხარჯები გასამმაგდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენერგიის ექსპორტი დაცული იყო აშშ-ს სანქციებისგან, ზოგიერთმა ევროპულმა ბანკმა, როგორიცაა ING Groep NV და Rabobank, დაიწყო შეზღუდვების დაწესება ორ ქვეყანასთან დაკავშირებულ სასაქონლო ვაჭრობის დაფინანსებაზე. სხვა კრედიტორები ასევე ამცირებენ თავიანთ ექსპოზიციას რუსეთში წარმოშობილი ტვირთების მიმართ აკრედიტივების გაცემის შეზღუდვით. აზიელი მოვაჭრეების თქმით, ამ თვის დასაწყისში, ჩინელი მყიდველები აქტიურად ყიდულობდნენ რუსულ ნედლეულს, როგორიცაა ESPO და Sokol შორეული აღმოსავლეთის პორტებიდან Kozmino და De-Kastri. ისინი ასევე იღებდნენ ტვირთებს ურალის ნედლი ნავთობით, რომელიც იტვირთება შავ ზღვაში, რადგან დიფერენციალი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც დასავლელი მყიდველები შორს რჩებოდნენ რუსული ნავთობისგან ალტერნატივის სასარგებლოდ. შემდეგი ვაჭრობის ციკლი ESPO-სა და Sokol-ის ნედლზე მხოლოდ მარტის შუა რიცხვებში დაიწყება, ხოლო ურალის შეთავაზება ამ კვირაში რეკორდული ფასდაკლებით იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



