|
2022-02-23 15:43:09, 713 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - რატომ არ ვითხოვთ იგივე სანქციების დაწესებას, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?!
„რატომ არ ვითხოვთ იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მიმართ, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?!“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, თუ იგივე სანქციები დაწესდება, ვეღარავინ ააშენებს სასტუმროებს აფხაზეთში, არ მოიწვევს სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს და „მოქალაქეებს". „რატომ არ ვითხოვთ ზუსტად იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მიმართ, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?! 2008 წელს, აშშ-ის პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ მოამზადა ასეთი სანქციების პაკეტი, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მათი ხელმოწერა გადაიფიქრა. ახლა მთავრობის მიერ სანქციების არმოთხოვნა უხეში შეცდომაა. თუ იგივე სანქციები დაწესდება, ვეღარავინ ააშენებს სასტუმროებს აფხაზეთში, არ მოიწვევს სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს და "მოქალაქეებს". მათ მოგზაურობა მხოლოდ რუსეთში შეეძლებათ და ეს საბოლოოდ ძალიან გაამყარებს საქართველოს შანსებს რეგიონების მშვიდობიან რეინტეგრაციაზე. მე, როგორც უკრაინის ნაციონალური რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, არაერთხელ ვყოფილვარ "იუჟმაშში", დნიპროში. ეს ის საწარმოა, რომელსაც სარაკეტო და ბირთვული ტექნოლოგია აქვს. დიდ საიდუმლოს არ გავთქვამ თუ ვიტყვი, რომ ქვეყანას არ სჭირდება ბირთვული იარაღის შექმნა, მათ შეუძლიათ ისეთი რაკეტების ძალიან სწრაფად წარმოება, რომლებსაც ექნება ძალიან მძლავრი დამრტყმელი არაბირთვული მუხტი, რომელიც სამიზნეს ტაქტიკური ბირთვული რაკეტების დონეზე ანადგურებს. ასევე, უკრაინას აქვს უამრავი სხვა, არამხოლოდ საბჭოთა, არამედ ახალი ტექნოლოგია. "უკრაინბორომპრომის" ხელმძღვანელმა, ჩემმა ძველმა მეგობარმა იური გუსევმა, რომელიც თავის დროზე პოროშენკომ მხოლოდ იმიტომ მოხსნა, რომ საჯაროდ დაუჭირა მხარი ჩემს პრემიერმინისტრად დანიშვნას და ზელენსკიმ დააბრუნა, გაატარა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. მან ასევე, ჩემი რეკომენდაციით, მრჩევლად მიიწვია ჩვენი "დელტას" ერთ-ერთი შემქმნელი რევაზ ჭარბაძე. მე ველი, რომ ისინი ძალიან მალე მოახდენენ გარღვევას. მათ ჯერ კიდევ ჰყავთ სუპერ სპეციალისტები და აქვთ დიდი პოტენციალი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)