|
2022-02-23 15:35:37, 1004 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია CONNECT 2022-ში მონაწილეობენ
ფინეთის ქალაქ ტამპერეში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი CONNECT2022 იმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, რიგით მე-18 ფორუმში 50-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 200-ზე მეტი აეროპორტის 500-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. საქართველოს ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენენ, სადაც მათ ერთობლივი სტენდი აქვთ სხვადასხვა საპრომოციო მასალებითა, საქართველოსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ გადაღებული ვიდეო მასალით. საქართველოს დელეგაციას ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე ხელმძღვანელობს. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში, აეროპორტების გაერთიანებას სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან 30 ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩანიშნული. ფორუმის პირველ დღეს შეხვედრები გაიმართა Skyscanner-თან, lufthansa Airline-თან, ომანის აეროპორტთან, Easy jet-თან და Eurowings-თან. "მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ჩვენ ყოველწლიურად უწყვეტად ვმონაწილეობთ მსგავს ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტურ-ოპერატორებთან თანამშრომლობას. ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რათა დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით. წლევანდელ ღონისძიებაზე გვაქვს სიახლე - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე უფრო მასშტაბურად წარდგა - ერთობლივი სტენდით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. გვაქვს პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ,- "აცხადებს თამარ არჩუაძე. CONNECT 2022 მისასალმებელი სიტყვით აეროპორტების სააგენტოსა და CONNECT-ის დამფუძნებელმა კარენ ბუტომ და ქალაქ ტამპერეს მერმა ანა-კაისა იკონენმა გახსნეს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს.CONNECT - მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)