|
2022-02-21 18:23:11, 633 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს. - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავცელეებს. უწყების ცნობით, ცენტრის ახალი დირექტორი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით არაერთი ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს, რაც უწყების საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. "თამთა დემურიშვილი 2014 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა; იმავე პოზიციაზე 2018 წლიდან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაინიშნა; 2004 წლიდან 2007 წლამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო და ამავე უწყებაში მინისტრის უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. თამთა დემურიშვილი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგა. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა წარუდგინა." - ნათქვამია ინფორმაციაში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)