08:44 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 15:02:45, 510 ნახვა

საზოგადოება
„გპასუხობს ექიმი“ - ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი „გპასუხობს ექიმი“ დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კამპანია რეგიონულ მედიას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც,  სპეციალურად გადამზადებული ექიმები, მოქალაქეთა შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობენ. პროექტის სამიზნე, რეგიონში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა.

„გპასუხობს ექიმი“, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში შემავალ 10 სხვადასხვა არხზე გადის. ექიმები, მოქალაქეების შეკითხვებს COVID-19-ის შესახებ, ინფიცირების მიმდინარეობის, იზოლაციისა და კარანტინის ვადების, ასევე - ვაქცინაციასა და „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით პასუხობენ. მათ შორის, საქართველოში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე. 

პროექტის პარტნიორი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსია.  „გპასუხობს ექიმი“ საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics