|
2022-02-21 12:06:26, 753 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო/ოდირი ითხოვს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები შეჩერდეს
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დავაკშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა გაასაჯაროვა. ომბუდსმენმა საგანგებო ბრიფინგზე იმ ძირითად რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლებიც ეუთო/ოდირმა გასცა. ნინო ლომჯარიას თქმით, ეუთო/ოდირი ითხოვს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საკანონმდებლო ცვლილებები შეჩერდეს „2 თებერვალს ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ეუთო/ოდირს, რომ მათ წარმოედგინათ მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების თაობაზე და იმ ცვლილებებზე რაც ამ საკანონმდებლო პროცესს მოყვა. პირველ რიგში ეუთო ხაზგასმით ითხოვს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ეს არის მათი მთავრი რეკომენდაცია, რაც ეფუძნება იმას, რომ პირველ რიგში ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ ის პროცესი როგორც წარიმართა, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს მათ სორის ეუთოს სტანდარტებს. ასევე მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები როდესაც დაჩქარებული წესით ყოველგვარი ჩართულობით წინასწარი გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - განაცხადა ომბუდსმენმა. ეუთო/ოდირის განცხადებით, შესაძლოა ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს. „ადამინების უფლებების დაცვაზე და ასევე სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მოქმედებაზე და საქმიანობაზე მათ შორის ახლად შექმინილ სამსახურებზე, ამიტომ ისინი მოითხოვენ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება. ასევე მთავრი არგუმენტი არის ის, რომ თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეს რეკომენდაციას აძლევს შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და უფლებამოსილების ვადაში ისინი დარჩნენ თანამდებობაზე ეს არის ერთ-ერთი ყველზე პრინციპული მოთხოვნაა. მიუღებელია დამოუკიდებელი ინსტიტუტების არჩევითი ხელმძღვანელის ვადის გაუქმება, რადგან ეს წარმოადგენს მათი დამოუკიდებლობის ხელყოფას." - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)