|
2022-02-15 21:21:43, 996 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის 3 პრეზიდენტი ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნებს დადებული პირობის შესრულებას ახსენებს
„ძალა არა მხოლოდ იმაშია, რომ დაემუქროს მათ, ვინც უფრო სუსტია, არამედ საკუთარი სიტყვის შესრულების უნარშიც. ასე რომ, დაამტკიცე შენი ნამდვილი ძალა. მართლა დაეხმარე მათ, ვინც ოდესღაც დაგიჯერა“, - აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ლეონიდ კრავჩუკიმ, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშჩენკომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნებს ერთობლივად გაუგზავნეს. მათი განცხაებით, მნიშვნელოვანია მემორანდუმის ხელმომწერმა ქვეყნებმა გააცნობიორონ, რომ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხი საფრთხეშია და აიღონ პასუხისმგებლობა, ბუდაპეშტში დადებულ პირობაზე. „რა გვესმის ამგვარ ქმედებებზე შეთანხმების მხარეთაგან? მხოლოდ მოწოდებები მათმა მოქალაქეებმა და დიპლომატებმა რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინა, მხოლოდ შემზარავი გაფრთხილებები შემოჭრის შესახებ, თუ დღეს არა, ხვალ, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას და დათესა პანიკა მოსახლეობაში. მხოლოდ მკაცრი გაფრთხილება აგრესორს, რომ ის გადაიხდის გარკვეულ "საფასურს"(რომელიც, არ მოიცავს Nord Stream 2-ს და SWIFT-ს). ეს ყველაფერია? ჩვენ გვჯეროდა მაშინ, თუმცა იმავე 1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმის ერთ-ერთმა ხელმომწერმა პირად საუბარში სამწუხაროდ გააფრთხილა - „თქვენ მოტყუებული ხართ“. დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია დაამტკიცოთ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ იყო მხოლოდ ტყუილი. ძლიერს შეუძლია იყოს პატიოსანი და მამაცი. ძალა არა მხოლოდ იმაშია, რომ დაემუქროს მათ, ვინც უფრო სუსტია, არამედ საკუთარი სიტყვის შესრულების უნარშიც. ასე რომ, დაამტკიცე შენი ნამდვილი ძალა. მართლა დაეხმარე მათ, ვინც ოდესღაც დაგიჯერა. საბოლოოდ გადადგით ის ნაბიჯები, რომლებიც აგრესორს შეაჩერებს და არ გააძლიერებს მის დაუსჯელობის რწმენას. თქვით სიტყვები, რომლებიც მას დააფიქრებს... მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების მომავალი საფრთხეშია. გააცნობიერეთ ეს. ძალაა აიღო პასუხისმგებლობა და გაბედო“, - აღნიშნულია მიმართვაში.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)