|
2022-02-15 18:54:35, 635 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია, უნდა შევქმნათ სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი
„როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია, მაშინ ჩვენ უნდა შევქმნათ რამე სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი და მთელი სიმართლე დავადგინოთ“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში ყველგან, ისეთი რეჟიმები, როგორიც ახლა საქართველოშია, არა ბევრი დაქუცმაცებული პარტიით, არამედ ერთიანი ფრონტით მარცხდება, რის გამოც, ყველა ერთის წინააღმდეგ არის რიგგარეშე არჩევნებისა და ხალხის გამარჯვების ფორმულა. „მინდა მივმართო ბაჩანა შენგელიას რუსთავის საპყრობილის საკნიდან, სადაც ყოველდღე, მთელი სისტემა პუტინ-ივანიშვილის დახმარებით, ჩემი ფიზიკური განადგურების ოპერაციას ახორციელებს. არ ვიცი, რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩა. ჩემო ბაჩანა, მე ბოლომდე მესმის შენი. ია კერზაია არის თითოეული ჩვენგანის ხატება. მას არასდროს დავივიწყებთ, ვინაიდან ის არის კეთილშობილების, არაკონფორმიზმის, პატრიოტიზმის სიმბოლო. მინდა სწორად გამიგო, ბაჩანა. მეც ბევრი კითხვა მაქვს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ის ხალხი, რომლის ხელითაც მე უკვე ერთხელ მკვდარი ვიყავი გლდანის კონცლაგერში, ხვალ რომ ჩაერთოს პუტინისა და მისი მოციქულის, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, უნდა გავაერთიანოთ მათთან ძალები თუ არა? მსოფლიოში ყველგან, ასეთი რეჟიმები მარცხდება არა ბევრი დაქუცმაცებული პარტიით, არამედ ერთიანი ფრონტით. სხვა რეცეპტს თანამედროვე ისტორია ასე იცნობს. ასე რომ, ყველა ერთის წინააღმდეგ არის რიგგარეშე არჩევნებისა და ხალხის გამარჯვების ფორმულა... და როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია, მაშინ ჩვენ უნდა შევქმნათ რამე სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი და მთელი სიმართლე დავადგინოთ. აბა ძვირფასებო, მოდი დავფიქრდეთ ყველა, თუკი "იმედი" ზუგდიდის თემაზე ჭკუიდანაა გადასული, "ოცნებამ" რამდენიმე საგანგებო სხდომა მოიწვია. ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ მტერს ძალიან ეტკინა. ვინ არის დღეს მთავარი ბოროტება. ის, ვინც გააღატაკა და გააქცია ქვეყნიდან ჩვენი ხალხი, აბარებს ქვეყანას რუსეთს ივანიშვილი და მისი მოქმედი პოლიტიკური ჩაფრები. მოდი, ჯერ ამ მოქმედი ბოროტმოქმედებისგან ვიხსნათ ქვეყანა და დანარჩენებს მერე მივხედავთ. მე ჩემს ფასეულობებზე უარს არასდროს ვიტყვი, მათ გამო ვიმყოფები იქ, სადაც ვიმყოფები და სიცოცხლე მაქვს გადადებული“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)