10:23 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 18:18:52, 1674 ნახვა

საზოგადოება
კვლევა - საქართველოში, მოქალაქეებს LGBT+ თემის მიმართ უფრო მეტად პოზიტიური განწყობა აქვთ, ვიდრე აქამდე

ევროპის საბჭოს ოფისის კვლევის თანახმად, საქართველოში, მოქალაქეებს LGBT+ თემის მიმართ უფრო მეტად პოზიტიური განწყობა აქვთ, ვიდრე აქამდე. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კვლევა 2018-2021 წლებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც ქართულ საზოგადოებაში, ამ დროის პერიოდში, 33%-დან 47%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც LGBT თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად აღიქვამენ.

მიუხედავად ამისა, გამოიკვეთა, რომ კანონებისა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობის დონე, ქართულ საზოგადოებაში, კვლავ უცვლელია.

ასევე, 44%-დან 29%-მდე შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ LGBT+ უფლებების დაცვა უმნიშვნელო იყო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოებას ახლა უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვს, როგორც ზოგადად, მრავალფეროვნების, ასევე, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ. 2018-დან 2021 წლამდე გაზრდილია. ზოგადად მრავალფეროვნების მიმართ დადებითი დამოკიდებულება კი, 56-დან 70% გაიზარდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მრავალფეროვნების მიმართ სულ უფრო პოზიტიური ხდება, დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოს კანონმდებლობის ინფორმირებულობის კუთხით მცირე თუ რაიმე ცვლილება შეინიშნება. ასევე, უცვლელი რჩება რეაგირების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ ინფორმირებულობა და შეხედულებები“, - აღნიშნულია კვლევაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics