|
2022-02-15 11:44:19, 658 ნახვა
საზოგადოება
ახალი როლი „თიბისის“ გუნდში - როგორ ზრუნავენ მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე
„თიბისის“ მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, ამ მისიისთვის კი აუცილებელია მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა. თიბისის გამოცდილების მთავარ იდეას უწყვეტი ციკლი წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლის აზრის მოსმენით იწყება. შემდეგ ამ უკუკავშირის მიხედვით იქმნება ახალი პროდუქტი თუ სერვისი, ან უმჯობესდება არსებული. ამ ჯაჭვის მეშვეობით მომხმარებელი „თიბისის“ ბრენდის თანაშემოქმედი ხდება. სწორედ ამ ციკლის უკეთ ასამუშავებლად, თიბისის ორგანიზაციულ სტრუქტურაშიც ცვლილებები შევიდა. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი ეჯაილში ახალი როლის CX (მომხმარებლის გამოცდილების) პარტნიორების გაჩენაა. ეს ადამიანები პასუხისმგებლები არიან, თითოეულ გუნდში ყველაზე ხმამაღლა გააჟღერონ მომხმარებლის ხმა და ახალი პროდუქტის შექმნისას დასვან მთავარი კითხვა: „როგორ უმარტივებს ის თიბისის მომხმარებელს ცხოვრებას”. CX პარტნიორები ყველაზე ემპათიური, მომხმარებელზე ორიენტირებული და ინტუიტიური როლია თიბისიში. მათი ფუნქციაა ადამიანების თვალით დანახული, აღქმული და წარმოდგენილი პროცესების გააზრება. ისინი სხვადასხვა არხიდან აგროვებენ უკუკავშირს, თხოვნებს, მოთხოვნებს და მათ სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფენ. ამ როლის ამოცანაა, დაეხმაროს „თიბისის“ გუნდის წევრებს, მოუსმინონ მომხმარებელს, შეამჩნიონ მათი საჭიროება და კიდევ ერთხელ გაიაზრონ, რომ მნიშვნელოვანია, რასაც თიბისი ქმნის, ყველაფერში აისახოს ადამიანების ხმა და სურვილი. ეს ნაბიჯი არის „თიბისის“ სტრატეგიული მიმართულება, რომელსაც ორგანიზაციული სტრუქტურით თუ კულტურით მიყავს გუნდი კიდევ უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებულ (customer-centric) მიდგომებამდე.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)